თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ორშაბათს, 12 სექტემბერს ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი 30 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 13 სექტემბერს ბათუმში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 24, ღამით მინიმალური კი პლუს 22 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 15 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 14 სექტემბერს ბათუმში სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური პლუს 25 გრადუსი იქნება.
ხუთშაბათს, 15 სექტემბერს ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 18, დღისით მაქსიმალური კი 22 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 16 სექტემბერს ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 16 გრადუსი, მაქსიმალური კი 27 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 15 მეტრი იქნება.
შაბათს, 17 სექტემბერს ბათუმში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 26, ღამით მინიმალური კი პლუს 14 გრადუსია ნავარაუდევი.
კვირას, 18 სექტემბერს ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 14, დღისით მაქსიმალური პლუს 27 გრადუსი იქნება.