ქუთაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მოსახლეობამ გარდაცვლილი მამაკაცის იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მათ უცნაური ხმა შემოესმათ, ადგილზე კი ახალგაზრდა კაცის ცხედარი დახვდათ.
მოსახლეობამ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, ის ადგილობრივი არ არის.
ადგილზე მობილიზებულები არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.