თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე–ქუთაისი–სამტრედიის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ერთი თვით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქუთაისში მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან მესხის ქუჩამდე (13+530 კმ – 14+900 კმ მონაკვეთი).
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტება.
შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლომოურის და სოხუმის ქუჩების გავლით.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი