Tbilisi Marathon: საიუბილეო გარბენი სექტემბერში გაიმართება

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ-რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ტრადიციული თბილისის მარათონი (Tbilisi Marathon) 25 სექტემბერს სირბილის მოყვარულებს მეათედ იწვევს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარათონში მონაწილეობის მიღებას 3 ათასი ადამიანი შეძლებს. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ-რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, მარათონი სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.

„თბილისი მარათონის“ მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. მარათონი მოიცავს სამ გარბენს – ნახევარ-მარათონს (21,097 კმ), 10-კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500 მ და 11-15 წლამდე – 1,2 კმ)“, – ნათქვამია განცხადებაში.

მარათონში მონაწილეობა ფასიანია. 10-კილომეტრიან დისტანციაზე რეგისტრაციის ღირებულება აგვისტოს ბოლომდე 25 ლარია, 21,1 კილომეტრიან დისტანციაზე – 40 ლარი.
მარათონის წესების მიხედვით, სპონსორებმა შემოსული თანხა უნდა გააორმაგონ და გაჭირვებულთა დასახმარებლად გადარიცხონ. ღონისძიების მთავარი სპონსორია Heidelbergcement.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს