სამხრეთ კორეას ტაიფუნმა „ჰინამნორმა“ გადაუარა - ფოტო

სამხრეთ კორეაში ტაიფუნმა „ჰინამნორმა“ წყალდიდობა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვები გამოიწვია.
Sputnik
ტაიფუნი განეკუთვნება მესამე კატეგორიის საფრთხეს, ის კლასიფიცირებულია როგორც „ძალიან ძლიერი“, ქარის სიმძლავრე 176 კმ/სთ იყო.
სტიქია ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს.
1 / 12

ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქალაქ ფოჰანგ-სის

2 / 12

დაიღუპა ორი ადამიანი, დაახლოებით 3,5 ათასი ევაკუირებულია უბედურების ზონიდან

3 / 12

ტაიფუნმა გამოიწვია წყალდიდობა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა

4 / 12

ჰინამნორი ჩრდილოეთის მიმართულებით 176 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება

5 / 12

ხანდახან კი მისი სიჩქარე 204 კმ/სთ-ს აღწევს

6 / 12

ტაიფუნის შედეგები

7 / 12

სტიქიის გამო სამხრეთ კორეაში ასობით შიდა რეისი გაუქმდა

8 / 12

შეჩერდა ბორნების გადაადგილებაც

9 / 12

ხელისუფლებამ კუნძულ ჩეჯუ-დოზე სკოლებში სწავლა შეაჩერა

10 / 12

სეულის დაწყებით და საშუალო სკოლებში ასევე შეჩერდა სწავლის პროცესი

11 / 12

დროებით მუშაობა შეწყვიტა სხვადასხვა დაწესებულებებმაც

12 / 12

ქალი ძაღლს ასეირნებს სანაპიროზე მას შემდეგ, რაც პუსანს „ჰინამნორმა“ გადაუარა