მსოფლიო დღეს

სტოლტენბერგის სიგნალი მოსკოვს: ნატო აღმოსავლეთ საზღვრებზე ახალ ძალებს განათავსებს

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ნატო თავისი ტერიტორიის თითოეულ დუიმს დაიცავს, რისთვისაც ალიანსი ახალ ძალებს განათავსებს აღმოსავლეთ საზღვრებზე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

„ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. იმავდროულად ერთმნიშვნელოვან სიგნალს ვუგზავნით მოსკოვს, რომ ნატო მოკავშირეთა ტერიტორიების თითოეულ დუიმს დაიცავს“, — თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან ალიანსის ხელმძღვანელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანა „ხანგრძლივი ომისთვის“ უნდა მოემზადოს. სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატოს ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის დახმარება, ვინაიდან რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი თავად ალიანსის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ. ეს ასევე მოიცავს სხვადასხვა ასიგნებებს, რომლებიც ამა თუ იმ გზით არის დაკავშირებული უკრაინაში არსებულ ვითარებასთან. კონგრესმა თანხა, სახელმწიფოს მეთაურის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი 33 მილიარდი დოლარიდან, თითქმის 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მოგვიანებით შტატებმა კიევისთვის დახმარების კიდევ ერთი ახალი პაკეტი გამოყო.