თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ 63-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ანგარიშის საფუძველზე შედგა.
ამით საქართველო ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე ქვეყნების კატეგორიაში შევიდა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი კრიტერიუმები:
ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა,
მოსახლეობის განათლების დონე,
მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე,
სოციალური უზრუნველყოფის დონე,
ჯანდაცვა,
დანაშაულის დონე,
გარემოს დაცვა და სხვა ფაქტორები.
ანგარიშის თანახმად, ადამიანის განვითარების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება: შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ჰონკონგში (PRC) და ავსტრალიაში.
ამასთან საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთი 52-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 91-ზე, სომხეთი — 85-ზე.
რეიტინგის ბოლო პოზიციები ნიგერმა, ჩადმა და სამხრეთ სუდანმა დაიკავეს.