მსოფლიო დღეს

ეპოქა დამთავრდა - ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

ხუთშაბათს ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ დილით ექიმებმა 96 წლის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, იუწყება ბუკინგემის სასახლე.

„დედოფალი ბალმორალის სასახლეში დღეს, ნაშუადღევს გარდაიცვალა", – ნათქვამია განცხადებაში.

ხუთშაბათს ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ დილით ექიმებმა დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს. მათ დედოფალს მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფნა ურჩიეს.
ცოტა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დედოფალთან ყველა მისი შვილი და შვილიშვილი მივიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს