დიდ დიღომში აფეთქების დროს დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას იაშვილის სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.
აფეთქება დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში 1 სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ნიგერიის მოქალაქეები – ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი.
ბავშვი რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბავშვის დედა, 30 წლამდე ასაკის ქალი, მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ფეთქების დროს მისი მეუღლეც დაშავდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს