12 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს

დაკავებულს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით შიდა ქართლში 63 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ მამაკაცი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - შსს
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს