რუსთავში ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

ახალი ცენტრი რუსთავის შშმ პირთა სარეაბილიტაციო მუნიციპალური ცენტრი „კესანეს“ ბაზაზე გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია ქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
150 ბენეფიციარზე გათვლილი ცენტრი სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად.
„ახალი ცენტრი ძალიან ბევრი ოჯახისთვის იქნება იმედი და ახალი შესაძლებლობა, რომ ყველა ის სერვისი, რომელიც სჭირდებათ ჩვენს პატარებს, მიიღონ რუსთავში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა
ახალი ცენტრი რუსთავის შშმ პირთა სარეაბილიტაციო მუნიციპალური ცენტრი „კესანეს“ ბაზაზე გაიხსნა. პროექტი აშშ-ის საელჩომ 780 ათასი დოლარით დააფინანსა.
სარეაბილიტაციო ცენტრი აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აშენდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს