ყვითელი ამბები

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ

Sputnik
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ტური დაიწყო. მეუღლეებმა პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში დაგეგმეს, სადაც მანჩესტერში გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმზე მეგან მარკლი სიტყვითაც გამოვიდა. მისი სიტყვა გენდერულ თანასწორობაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა მეგანმა აქცენტი ოჯახურ იდილიაზე გააკეთა და შვილებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბედნიერია ბრიტანეთში ყოფნით.
ამ დღეს მეგან მარკლმა არჩევანი Another Tomorrow-ს ორეულზე გააკეთა. ალისფერი შარვალი მას ელეგანტურ ბლუზთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი „აქუაზურას“ ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს