გორში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღებასა და ნარკორეალიზატორების დაკავებას.
სავარაუდოდ, დაკავებულია ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული რამდენიმე პირი.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლები.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს