მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი პარიზშია. ის სხვადასხვა საინტერესო და ცნობილ ადგილს სტუმრობს და ერთ-ერთი ასეთი ადგილი მსოფლიოში სახელგანთქმული დისნეილენდია.
შორენამ ახლახან ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ყველაზე ბედნიერი აქ მე ვიყავი“.
როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა 40 წლის ასაკში ბავშვობის ოცნება აიხდინა და ზღაპრულ „დისნეილენდს“ პირველად ესტუმრა.