თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. „ბავრას“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველო–სომხეთის საზღვარზე სომხეთის მხარეს მდებარეობს, 9 სექტემბრის 11:00 საათიდან 23:00 საათამდე დაიკეტება, იუწყება შემოსავლების სამსახური.
ეს უკავშირდება ნინოწმინდაში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის დასრულებას.
საქართველო–სომხეთის საზღვრის სიგრძე 224 კილომეტრია. ამ საზღვარზე ოთხი საბაჟო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთი შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოს სხვებზე ხშირად სტუმრობენ.