მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი უფროსი ვაჟი ილია უმცროს დას კატოს კალათბურთის ბურთით დასდევს, ის კი მისგან თავს ჩაფხუტით იცავს.
„გამოსავალი იპოვა ჯიგარმა“, – დაწერა რუსკამ.
ტელეწამყვანი რამდენიმე წელია მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს.