გამარჯობა, ქართულო შემოდგომა!

საქართველოში შემოდგომა ასოცირდება არა მხოლოდ სწავლის დაწყებასთან ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არამედ მოასწავებს ზრდასრულებისა და მშობლების ნერვიულობასაც.
Sputnik
თუმცა, ზოგს წლის ეს დრო ახალ იმედებს უსახავს, მათ შორის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
სანამ პრემიერი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას უპრეცედენტოს უწოდებს, ხელისუფლება ცდილობს სკრუპულოზურად შეასრულოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოსაპოვებელი გეგმა. ეროვნული ბანკი ლარის კურსის გამყარებას ცდილობს, ექიმები კორონავირუსის ტალღებს ეჭიდებიან, მოსახლეობა კი ყველაფერზე ერთდროულად ნერვიულობს.
განცდების მიზეზთა შორის არის საწვავის გაძვირება, არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, მომავალი არჩევნები და კიდევ ბევრი რამ. ერთი სიტყვით, სხვაგვარად ჩვენთვის შეუძლებელია, ასე რომ, გამარჯობა, ქართულო შემოდგომა! ჩვენ შენ გელოდით!