ყვითელი ამბები

„აღარ ვევასები...“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარს შორდება?

Sputnik
ბოლო დროს მოდელისა და ტელეწამყვანის ნუკი კოშკელიშვილის სოციალურ ქსელში მისი მეუღლის ამერიკელი ბენ ხაიმის ვიდეოებმა და ფოტოებმა იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ნუკიმ მთელი ზაფხული ქმრის გარეშე დაისვენა საქართველოში, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, რომ ზაფხულის მიწურულს ბენი მოულოდნელად ესტუმრა, თუმცა ნუკი მას საკმაოდ უემოციოდ დახვდა.
ამან სოციალური ქსელის მომხმარებლებში ეჭვი გააჩინა – ხომ არ შორდება ცნობილი წყვილი და ნუკის ამ თემის გარშემო უამრავი კითხვა დაუსვეს, რასაც მოდელმა ორაზროვანი პასუხები გასცა.
„ბენი რატომ აღარ გიწერს თავისებურ კომენტარებს როგორც ადრე?“ – ეკითხებიან ნუკის, რაზეც მოდელი პასუხობს, რომ ბენს ის „აღარ ევასება“.
წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ვაჟს - ოლივერს ზრდის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს