დიზაინერმა ანუკი არეშიძემ უმცროსი ვაჟი ნიკოლა კალაძე ბაღში პირველად მიიყვანა. ბიჭუნას რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა ოთხი წელი და, როგორც ჩანს, მშობლებმა მისი ბაღში მიყვანის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ფოტო სოციალურ ქსელში დიზაინერმა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ბიჭუნა დედას ფეხზე ებღაუჭება და მისი დათმობა და პირველად უცხო გარემოში დარჩენა არ სურს.
ცნობილ წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს. სამი მათგანი - ლევანიკო, კახა და ვაჩე სკოლის მოსწავლეები არიან.