პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი გოგონა ნინო პირველკლასელი გახდა. ამის შესახებ პრემიერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოდან გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი შვილი ჰყავს. უფროსი ნიკოლოზი 17 წლის არის, ანდრია – 12-ის.
გაბრიელი მესამე შვილია, რომელიც წყვილს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, 2015 წელს შეეძინა. მეოთხე შვილი, გოგონა, ნინო კი 2016 წელს არის დაბადებული, როდესაც ღარიბაშვილი დროებით პოლიტიკას ჩამოშორდა.