თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (28 აგვისტო – 2 სექტემბერი) კორონავირუსის 12.787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.762.206 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 14.257 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.733.459).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა რვა პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.900 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 73.436 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 66.786 ათასი, PCR–ტესტით – 6.650.
შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 17,41%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 6.799
იმერეთი – 1.298
კახეთი – 919
ქვემო ქართლი – 839
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 793
შიდა ქართლი – 657
აჭარა – 533
გურია – 453
მცხეთა-მთიანეთი – 249
სამცხე-ჯავახეთი – 141
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –106
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.