მსოფლიო დღეს

ბაიდენი უარზეა: რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობად არ უნდა ვაღიაროთ

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთი არ უნდა შეიყვანოს ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოების ჩამონათვალში, წერს სააგენტო Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეკითხვაზე, უნდა ცნოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, უპასუხა „არა“.
როგორც Reuters-ი განმარტავს, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას უკრაინა მოითხოვს იქ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ხოლო მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიეთობები საერთოდ შეწყდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობას. სენატმა ეს ინიციატივა ივლისის ბოლოს წამოაყენა, ხოლო კონგრესს უკვე მზად აქვს შესაბამისი კანონპროექტი. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა კონგრესი, რომ რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობად აღიარებას შესაძლოა პრობლემები მოჰყვეს.
წყარო: Reuters
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს