პესკოვი: პუტინი ფორუმზე რუსეთის „მზარდ ეკონომიკას შეაფასებს“

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ეკონომიკის განვითარებას შეაფასებს მიმდინარე ეტაპზე, ის ასევე გაამახვილებს ყურადღებას შორეული აღმოსავლეთის განვითარებაზე, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის განვითარება მიმდინარე ეტაპზე კვლავ შეფასდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან, შორეული აღმოსავლეთის რეგიონზე აქცენტით. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არქიმნიშვნელოვანი რეგიონია“, − აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, შორეულ აღმოსავლეთში განვითარების პროგრამები და ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები ძალიან ეფექტურად მუშაობს და, მიუხედავად ყველა სირთულისა, რეგიონში წლიდან წლამდე ხდება პოზიტიური ცვლილებები.
„ვითარდება საქმიანი გარემოც, ინვესტიციებიც იდება, სატრანსპორტო ლოგისტიკა აქ ყოველწლიურად უფრო დატვირთული ხდება... და, რა თქმა უნდა, [აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე] ამ ყველაფერზე იქნება საუბარი“, − განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 5-8 სექტემბერს იმართება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს