თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სერბეთის დედაქალაქში 10 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში.
ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყველა წონით კატეგორიაში, ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:
55კგ - ნუგზარ წურწუმია
60კგ - ფრიდონ აბულაძე
63კგ - ლერი აბულაძე
67კგ - ჯონი ხეცურიანი
72კგ - შმაგი ბოლქვაძე
77კგ - იური ლომაძე
82კგ - გელა ბოლქვაძე
87კგ - რობერტ კობლიაშვილი
97კგ - გიორგი მელია
130კგ - იაკობ ქაჯაია
მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ქართველი მოჭიდავეები წინასწარ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან, რომელიც კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ბელგრადში 10-18 სექტემბერს გაიმართება. საქართველო როგორც ბერძნულ-რომაული, ისე თავისუფალი სტილით ჭიდაობის სახეობებში სპორტსმენებს ყველა წონით კატეგორიაში გამოიყვანს.