ყვითელი ამბები

თიკა ფაცაცია კალათბურთის მატჩს ქმართან ერთად ესწრება - რომანტიკული ფოტო

ყოფილი მოდელი და მომღერალი თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. ის მეუღლეს იშვიათად აჩენს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს.
Sputnik
შვებულებიდან დაბრუნებულმა თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის თბილისის ახალ სპორტის სასახლეში EuroBasket-2022-ს მეუღლესთან ერთად ესწრება.
აღსანიშნავია, რომ თიკას განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს კალათბურთთან, რადგან მისი ძმა ლევან ფაცაცია, ასევე უფროსი შვილიც კალათბურთელია. თიკა ხშირად ესწრება თამაშებს და საქართველოს ნაკრების აქტიური მხარდამჭერია.
უმშვენიერესი მომღერლისა და ტელეწამყვანის თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს ყოველთვის არიდებს კამერებს.