თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, მექანიზაციის, რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზესტაფონის, ღრმაღელის, მექანიზაციის, მოლითის (ნაწილობრივ), ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, ცოტნე დადიანის, ოქტომბრის, თამაზ ტოროშელიძის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და მოლითის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუ კრავეიშვილის, ჩიტაძის, ინგოროყვას, ასათიანის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ვახტანგ მოსიძის და კირილე უკლებას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, მნათობის, პეტრე ბაგრატიონის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჯაბაურის, თამარაშენის, დავით ბერიაშვილის, დავითაშვილის, ფშავის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის დასახლების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, მეფრინველეობის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის, ფრანგულიანის, გია ბაქარაშვილის, ელენე გოკიელის, მეფრინველეთა, ორახელაშვილის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, თენგიზ სტურუას და ზურაბ ნამორაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ავალიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.