ყვითელი ამბები

„ორივე ულამაზესია“- ჯანეტ ქერდიყოშვილის და ლიზა ჩიჩუას ახალ ვიდეოს სოცქსელებში განიხილავენ

Sputnik
პარასკევს ბათუმის ბულვარში მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართა, სადაც ანრის მეგობრებიც იმყოფებოდნენ. კონცერტზე იყვნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა, ასევე პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან ერთად.
სოციალურ ქსელში კონცერტის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჯანეტ ქერდიყოშვილი ლიზა ჩიჩუას კოცნის.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ლიზას და ჯანეტის სილამაზეს ერთხმად აღნიშნავენ. „ორივე ულამაზესია“, – წერენ კომენტარებში.