თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა კანადის პროვინცია სასკაჩევანში 10 ადამიანი მოკლეს და 15 დაჭრეს.
სამართალდამცველმა უწყებებმა ორ ეჭვმიტანილ მამაკაცზე − დემიენ და მაილს სანდერსონებზე, 30 და 31 წლის ძმებზე ძებნა გამოაცხადეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეები მსხვერპლს მიზანმიმართულად ირჩევდნენ, თუმცა ზოგი ადამიანი შემთხვევით აღმოჩნდა მათ გზაზე.
პოლიცია აღიარებს, რომ არ იციან, საით წავიდნენ ან ახლა სად იმყოფებიან ეჭვმიტანილები, რომლებიც „ნისანის“ მარკის შავ ჯიპში დაინახეს.
პოლიციის განცხადებით, სანდერსონები შეიარაღებული და ძალზე სახიფათონი არიან, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, „სახლში დარჩნენ და არ დაეკონტაქტონ დამნაშავეებს“.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სასკაჩევანში მომხდარი თავდასხმა დაგმო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ამასთან მან მოუწოდა მოსახლეობას, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს.