ყვითელი ამბები

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გათხოვდა - ვიდეო ქორწილიდან

Sputnik
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჟანა აკოფაშვილმა და მისმა რჩეულმა, MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ქორწილი გადაიხადეს. გიორგი ქართველიშვილმა გასული წლის დეკემბერში გამარჯვების შემდეგ საკუთარი წარმატება საყვარელ ქალს მიუძღვნა და ის რინგზე იხმო, სადაც მოულოდნელად ხელი სთხოვა.
ჟანას ქორწილს უამრავი ცნობილი ჟურნალისტი დაესწრო, მათ შორის კოლეგები „მთავარი არხიდან“ და ტელეკომპანია „TV პირველიდან“.