ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ჰერჩინსკიმ ევროკავშირის ელჩის პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა, რომელმაც ივლისში საქართველო დატოვა. ჰერჩინსკი უფლებამოსილებების შესრულებას 2 სექტემბერს შეუდგა.
სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს