თურქული სერიალების ვარსკვლავი ებრუ შაჰინი თბილისში მეუღლესთან, კალათბურთელ ჩედი ოსმანთან ერთად იმყოფება, რომელიც ევრობასკეტზე სათამაშოდ ჩამოვიდა. ებრუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო თბილისის სპორტის სასახლიდან, სადაც მეუღლესთან ერთადაა.
მისი ფოტოებიდან ვიგებთ, რომ მსახიობი სამების ეკლესიაში იმყოფებოდა, ასევე მეტეხის ეკლესიაშიც და რაბათსაც სტუმრობდა ახალციხეში.
ებრუ შაჰინი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია სერიალით „თავქარიანი“, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. შაჰინი ასევე მონაწილეობს სერიალებში „სტამბულელი პატარძალი“ და „ლეგენდა“.