თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის რბოლაში გამარჯვება ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლიზ ტრასს ერგო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრასმა ხმათა ყველაზე ნაკლები უპირატესობით გაიმარჯვა 1998 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში არჩევნების ახალი სისტემა დაინერგა.
აღინიშნება, რომ ლიზ ტრასმა ხმების 57,4% მოაგროვა, მაშინ, როდესაც სხვა კანდიდატები პრემიერ-მინისტრებად ხმათა 60%-ზე მეტით ხდებოდნენ.
დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერი ბორის ჯონსონი თავის შემცვლელს უფლებამოსილებას 6 სექტემბერს გადასცემს. იმავე დღეს ყოფილი და ახალი პრემიერები შოტლანდიის ციხე-სიმაგრე ბალმორალში ეწვევიან დედოფალ ელისაბედ მეორეს, ხოლო 7 სექტემბერს კითხვა-პასუხის ტრადიციული სესია გაიმართება პარლამენტში.