მსოფლიო დღეს

ყაზახეთში იარაღის მაღაზიაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ცეცხლი 8 კერძო სახლზე გავრცელდა, ასევე დაზიანდა ახლოს გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომობილი
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ყაზახეთში, ქალაქ კოსტანაიში, სანადირო მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში.
შაბათს კოსტანაის იარაღის მაღაზიაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხანძრის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალა. კოსტანაის რეგიონის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლი 2,5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.
„ქალაქ კოსტანაიში, სანადირო მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა მაღაზიის 7 თანამშრომელი, მათგან 4 გარდაიცვალა, სამი პირი ძლიერი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
ხანძრის ჩაქრობაში 75 ადამიანი და 27ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ხანძარი 8 კერძო საცხოვრებელ სახლსაც მოედო, ასევე დაზიანდა სახლთან გაჩერებული ორი ავტომობილი.