როდის დაიწყება სწავლა საბავშვო ბაღებში საქართველოში?

ქვეყნის საბავშვო ბაღები სასწავლო წელს საჯარო სკოლებთან ერთად დაიწყებენ
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება - დედაქალაქს ერთი ახალაშენებული და ერთი გარემონტებული საბავშვო ბაღი შეემატება.
თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, მთაწმინდის რაიონში მდებარე 155-ე საბავშვო ბაღს ესტუმრა, რომლის ავარიული შენობის აღდგენა ამ დროისთვის დასრულებულია.
ისნის რაიონში ახალი, N88 საბავშვო ბაღი აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი.