კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმარმა ცოლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული თავდაპირველად წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“