ქართველი ნიჩბოსანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია 1 წუთსა და 53 წამში დაფარა
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ 18 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სეგედში (უნგრეთი) საუკეთესო შედეგი აჩვენა, იუწყება საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია 1 წუთსა და 53 წამში დაფარა.
ამგვარად მან დაიცვა ჩემპიონის ტიტული, რომელიც გასულ წელს პორტუგალიაში მოიპოვა - ახლა ალექსანდრე წივწივაძე უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
მსოფლიო ჩემპიონატი სეგედში ნიჩბოსნობაში კანოეთი და კაიაკით ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 18 წლამდე დ 23 წლამდე - 31 აგვისტოს დაიწყო.