თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში ხანძარია.
საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები. ცეცხლი ბუჩქებს და მინდვრებს გაუჩნდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ნაფეტვრების ტყეში ხანძარი გუშინაც გაჩნდა. ცეცხლი ბალახის საფარსა და ხეებს ეკიდა. ხანძარი დასახლებული პუნქტისგან შორს იყო გავრცელებული.
საქართველოში ხანძრებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და მოხალისეები მონაწილეობენ.