კახეთში ორსული ქალი ბავშვთან ერთად დაიღუპა

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მიმდინარეობს გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. გურჯაანში 34 წლის მშობიარე ქალი ბავშვთან ერთად დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა დღეს დილით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში" მოხდა. კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განცხადებით, 34 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სამშობიარო ტკივილებით მივიდა და აღმოჩნდა, რომ ნაყოფი უკვე მუცელში გარდაცვლილი იყო.
„ამის გამო მშობიარობის შემდეგ დამატებით გინეკოლოგიური ჩარევა გახდა საჭირო და ოპერაციის შემდეგ მშობიარე ქალიც გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ცხედრები რეგიონის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.