თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. სინოპტიკოსები დღეიდან, 4 სექტემბრიდან საქართველოში გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელებას პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამასთან, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.