„ზარ-ზეიმი“: ქუთაისი გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს - ფოტო

დღესასწაულზე არის ბევრი სასმელი, წასახემსი, ტკბილეული, ისმის სასიამოვნო მუსიკა.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისი ორდღიან გასტრონომიულ ფესტივალ-ბაზრობას „ზარ-ზეიმი“ მასპინძლობს, ნათქვამია ადგილობრივი მერიის განცხადებაში.
ქუთაისი მასპინძლობს გასტრონომიულ ფესტივალ-ბაზრობას „ზარ-ზეიმი“
დღესასწაულის სტუმრებს სთავაზობენ ცივ, ცხელ, ცხარე და ტკბილ ქართულ კერძებს, კრაფტ-ლუდს, იმერულ ღვინოს ოჯახური და მცირე მარნებიდან, ასევე ხელით დამზადებულ ნაყინს.
ქუთაისი მასპინძლობს გასტრონომიულ ფესტივალ-ბაზრობას „ზარ-ზეიმი“
„ეს ფესტივალი რეგიონის მასშტაბით მეწარმეების გაცნობასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში ხდება. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისი მასპინძლობს გასტრონომიულ ფესტივალ-ბაზრობას „ზარ-ზეიმი“
ფესტივალის სცენაზე სტუმრებისთვის დაუკრავენ ქართული ბენდები: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერიაა და კერძო სპონსორები.