თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა.
„დამოუკიდებლობა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ში.
ბოლო ორი დღეა, Twitter-ში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა – „დემოკრატია“, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ – „თავისუფლება“, „ნასამ“ – „მშვიდობა“, „ვაშინგტონ პოსტმა“ – „ახალი ამბები“.
ეს ტრენდი რკინიგზის კომპანია Amtrak-ის მიერ შეცდომით გამოქვეყნებულ ტვიტს მოჰყვა. კომპანია Amtrak-ის გვერდზე ერთსიტყვიანი პოსტი გაჩნდა – „მატარებლები“.