კასპში მძღოლი საკუთარი ტრაილერის ქვეშ მოყვა

ადგილობრივების ცნობით, მძღოლს დაგორებულმა ტრაილერმა გადაუარა.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა, იუწყება „მთავარი არხი“.
უბედური შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა.
გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.