თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებს უწვრილესი ზღვარი აშორებს იმას, რომ უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე გახდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა შეერთებული შტატები იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს ვაშინგტონის მიერ უკრაინის იარაღით „გაბერვასა“ და კიევის პირდაპირი მხარდაჭერის სხვა ფორმებს.
„ამით შტატები ფაქტობრივად თავს იგდებს ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება კონფლიქტის მხარე ეწოდოს. ის უწვრილესი ზღვარი, რომელიც შეერთებულ შტატებს კონფლიქტის მხარედ გადაქცევისგან აშორებს, არ უნდა იქცეს რაიმე სახის ილუზიად გააფთრებული ანტირუსული ძალებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ხაზის გადაკვეთის შემდეგ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის“, — განაცხადა რიაბკოვმა ტელეკომპანია Россия24-ის ეთერში.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ასე მოხდა, რუსეთი შეძლებს „სრულად დაიცვას საკუთარი თავი და ინტერესები“, და გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება, როგორც ეს რუსეთის სამხედრო დოქტრინაში წერია.