ქართული ხილის ექსპორტი მსოფლიოს 35 ქვეყანაში: რვა თვის მონაცემები

საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი თხილზე, ატამზე, ვაშლატამაზე, მოცვსა და ვაშლზე მოდის.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ბოლო რვა თვის განმავლობაში საქართველოდან 105,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვანებია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9,5%-ით აღემატება.
კერძოდ, 2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან საქართველოდან ექსპორტირებულია:
თხილი — 45,2 მლნ დოლარის ღირებულებისა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,6%-ით აღემატება. თხილი 35 ქვეყანაში გავიდა, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში (33 მლნ დოლარის ღირებულებისა);
ატამი და ვაშლატამა — 28,4 მლნ დოლარის ღირებულებისა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,6%-ით აღემატება;
მოცვი — 8,4 მლნ დოლარის ღირებულებისა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 49,0%-ით აღემატება;
ვაშლი — 5,5 მლნ დოლარის ღირებულებისა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,5%-ით ნაკლებია.