50 წლის კემერონ დიასი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ კინოეკრანებს უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ჯეიმი ფოქსმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
როგორც ირკვევა, კემერონი და ჯეიმი „ნეტფლიქსის“ ფილმში ერთად ითამაშებენ. „კვლავ საქმეში“, – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომელშიც დიასი მთავარ როლს მოირგებს.
კემერონ დიასი და მისი მეუღლე ბენჯი მედენი 2018 წელს მშობლები პირველად გახდნენ. სწორედ იმ დროიდან ჩამოშორდა მსახიობი კარიერას.