ევროკავშირის ახალმა ელჩმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მინისტრმა ახალ ელჩს ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი. მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზეც, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება ბრიუსელში.
ამასთან მინისტრმა და ელჩმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე რეგიონის სტაბილურობის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.