ალექსეი სტეფანოვი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიამ და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ საკუთარი თვალით ნახეს ის ზიანი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვამ მიაყენა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
IAEA-ს მისიის ჩასვლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხუთშაბათს დილით იყო დაგეგმილი. ბერდიანსკიდან ჟურნალისტების ავტობუსი (რომელთა შორის ამ სტატიის ავტორიც იმყოფებოდა) ენერგოდარისკენ დილის ხუთ საათზე გადავიდა. ადგილზე დაახლოებით ცხრაზე უნდა მივსულიყავით. თუმცა შუა გზაზე გეგმები შეიცვალა: მოვიდა ინფორმაცია, რომ ენერგოდარის რაიონში ბრძოლა მიმდინარეობდა.
გაირკვა, რომ დაახლოებით დილის ექვს საათზე მდინარე კახოვკაზე, ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, 60-მდე უკრაინელი დივერსანტი დაეშვა და მისი დაკავება სცადა. მათ ოთხი ჭურვი ისროლეს, რომლებიც პირველი ელექტრობლოკიდან 400 მეტრში ჩამოვარდა. შეტაკება ვასილიევკას რაიონში მოხდა.
© photo: Sputnik / Alexey Stefanov
ავტობუსმა ატომური ელექტროსადგურისკენ მოძრაობა შემოვლითი გზით, უსაფრთხო მარშრუტით დაიწყო, პერიოდულად ბუჩქებსა და ხეებში დამალულ გზებზე ჩერდებოდა.
მშვიდად გავიარეთ მელიტოპოლი და მიხაილოვკა, მაგრამ მერე ჭურვების ხმაური დაიწყო. დაახლოებით შუადღისას ზაპორიჟიეს აეს-ის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში მიგვიყვანეს და სარდაფში დამალვა გვიბრძანეს. იქ საათნახევარი გავატარეთ, პერიოდულად აფეთქებული ჭურვების გრუხუნი გვესმოდა.
როცა ხმაური ჩაწყნარდა, გვთხოვეს, ქუჩაში გამოვსულიყავით და სწრაფად ჩავმსხდარიყავით ავტობუსში.
შემდეგ იყო გზა ზაპოროჟიეს ატომური სადგურისკენ, საპასპორტო კონტროლი, სიასთან შედარება. და აი, სადგურზე მივედით.
გროსის მოლოდინში ატომური ელექტროსადგურის რეგულარული დაბომბვის შედეგები გვაჩვენეს. ერთ-ერთი გაგრილების სისტემას მოხვედროდა. სამი მეტრი სიმაღლის მილებიდან წყალი უკვერამდენიმე დღეა, წვეთავს. როგორც სამხედროებმა განაცხადეს, დაზიანების გამო ტექნოლოგიური პროცესი ჩაიშალა მეზობელ შენობაში, რომელშიც თხევადი აზოტია. აფეთქების შედეგად შენობაში მინები დაიმსხვრა.
სანამ რაფაელ გროსის ველოდით, შეგვატყობინეს, რომ თავად IAEA-ს ხელმძღვანელი სადგურზე მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩებოდა, მაგრამ სადგურზე რამდენიმე დამკვირვებელს დატოვებდა, რომლებიც ჩაწერდნენ ყველაფერს, რასაც კომისია ნახვდა და ანგარიშს შეადგენდა.
© photo: Sputnik / Alexey Stefanov
სულ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ დრომდე რვა დარტყმა მიაყენეს. ჩვენ გვაჩვენეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა „ურაგანის“ ჭურვი კასეტური ქობინით, რომელიც მეოთხე ენერგობლიკიდან არც თუ ისე შორს ჩამოვარდა. ტრაექტორია აჩვენებს, რომ ის უკრაინის მხრიდან მოფრინდა.
მოგვიანებით ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ წარმომადგენელმა რენატ კარჩაამ ისაუბრა, რომელიც გროსის ატომურ ელექტროსადგურში ახლდა. მან IAEA-ს ხელმძღვანელს დარტყმების შედეგები აჩვენა. გროსი ყურადღებით უსმენდა, არ აწყვეტინებდა და თავს უქნევდა.
„როსატომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები ატომურ ელექტროსადგურს ფრაგმენტული ჭურვებით ურტყამდნენ.
„ისინი გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. და თუ უკრაინული მხარის ერთ-ერთი ვერსიიდან გამოვალთ, რომ რუსი სამხედროების ჯგუფს ურტყამენ, უნდა ითქვას, რომ ამ კვადრატში რუსი სამხედროები არ არიან. ადვილი დასაშვებია, რომ ეს ჭურვები განკუთვნილია ამ სადგურის თანამშრომლებისთვის. სამწუხაროდ, ეს ასეა“.
გროსიმ ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი დაბომბვის წყაროს დადგენა.
„რა თქმა უნდა, ბალისტიკა აქ მარტივია. ეს მიუთითებს, რომ მიმართულება აბსოლუტურად აშკარაა. ეს არის ნიკოპოლი და მარგანეცი — ტერიტორიები, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს", — უპასუხა რენატ კარჩაამ.
ჟურნალისტებს აჩვენეს დრონის ნაშთები, რომელიც ცოტა ხნის წინ მეხუთე ელექტროსადგურის სახურავზე დაეცა. ის 300-დან 500 გრამამდე ჰექსოგენს ატარებდა, რაც დაახლოებით ერთნახევარ კილოგრამ ტროტილს უდრის. დრონზე დამრტყმელი ელემენტები არ ყოფილა.
© photo: Sputnik / Alexey Stefanov
სავარაუდოდ, ეს იყო დაშინების აქტი ან შემოწმება. დრონს სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. ტრაგედია იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის სახურავზე კი არა, ხალხის ბრბოში ჩავარდებოდა. ის ფაქტობრივად ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევები სახურავზე ჩამოცვივდა. იმავე დროს მეორე დრონიც მოფრინდა. რა „შიგთავსი“ ჰქონდა მას, უცნობია, რადგან მეორე დრონი ჩამოაგდეს.
„ჩემთვის მუშაობა ახლა იწყება. ჩვენ ჩავატარეთ პირველადი შეფასება. ვნახეთ სადგურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა. საკმაოდ რთული სიტუაციისა და ვითარების მიუხედავად, ისინი პროფესიონალურად აკეთებენ თავიანთ საქმეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცის“, — თქვა რაფაელ გროსიმ. — „ყველაზე მთავარი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ არის ის, რომ სადგურზე სამუშაოდ რჩებიან IAEA-ს წარმომადგენლები და ექსპერტები და ანალიზი გაგრძელდება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე