შოიგუმ „არმია 2022-ის“ შედეგები შეაჯამა

Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ფორუმ „არმია-2022-ის“ შედეგად, რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პორტფელი თითქმის 600 მილიონი დოლარითა და 1,7 მილიარდი რუბლით გაიზარდა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებთან 36 სახელმწიფო კონტრაქტი დაიდო, რაც 525 მილიარდ რუბლს აჭარბებს. საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში შეკვეთების პორტფელმა 592 მილიონ 650 ათასი დოლარი და 1 მილიარდ 770 მილიონი რუბლი შეადგინა. ერთ კვირაში საგამოფენო არენებს თითქმის ორი მილიონი ადამიანი ეწვია“, — განაცხადა შოიგუმ „არმია-2022-ის“ შედეგების შეჯამებისას.
ფორუმი „არმია 2022“ მოსკოვის მახლობლად მდებარე კუბინკაში 15-დან 21 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა.