თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 2 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, აფრიკის დასახლების, თრიალეთის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გურჯიევის, წურწუმიას, ალექსიძის, ოდიშელიძის, გუგუშვილის, თურაშაული და ქვილითაიას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, ქინძმარაულის, საფერავის, თავკვერის, ჩხავერის და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, გონაშვილის, იორის, შავიშვილის, მესხიშვილის და ფაღავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის თბის მიმდებარე ტერიტორიის და ბერიტაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშვილის, ტაშკენტის, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.