მიმოხილვა: წვრთნა „ვოსტოკ-2022“-ის რეკორდები და ახალი მონაწილეები

Sputnik
ერთობლივი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „აღმოსავლეთი-2022“ აჩვენებს რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორების ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ უპირატესობას, მსოფლიოში CSTO-სა და SCO-ს სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ზრდას.
მანევრები „აღმოსავლეთი-2022“ 1-7 სექტემბერს იმართება. მას უხელმძღვანელებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. წვრთნები ჩატარდება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, ოხოტისა და იაპონიის ზღვების აკვატორიაში, 50 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის, 5000 ერთეული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით CSTO-ს, SCO-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნიდან.
წვრთნების მთავარი მიზანია - რუსეთისა და მისი მოკავშირეების სამხედრო უსაფრთხოების დაცვა პასუხისმგებლობის ზონაში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა გუშინ აღნიშნა, რომ წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ სამხედრო კავშირების წინააღმდეგ.
წვრთნები მოიცავს უზარმაზარ ოპერაციულ სივრცეს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ - 3000 კმ. ტაქტიკური ეპიზოდების საფუძველშია რუსეთისა და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტების ერთობლივი მოქმედების ვარიანტები. წვრთნების მნიშვნელოვანი ეტაპი ჩატარდება რუსეთში, „სერგეევსკის“ უდიდეს პოლიგონზე, უსურიის მახლობლად.
აღმოსავლეთის სტრატეგიული მიმართულებით სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას გარკვეულწილად ძაბავს ტაივანის კონფლიქტი. სამხედრო-საზღვაო დესანტის გადასხმა ან საავიაციო თავდასხმა ტაივანზე წვრთნების დროს არ იგეგმება, თუმცა ვაშინგტონი დაუსაბუთებლად სდებს ბრალს მონაწილეებს ტაივანის ირგვლივ შესაძლო ესკალაციაში. აღსანიშნავია, რომ წვრთნები მიმდინარეობს კონტინენტზე და იაპონიის ზღვაში – კუნძულიდან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით.

დასავლეთის აღმოსავლური შფოთვა

წვრთნები „აღმოსავლეთი“ უფრო მასშტაბურიც ყოფილა – 2014 წლის სექტემბერში მოვლენები განვითარდა 20 სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო პოლიგონზე 100 ათასი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით და 1500 ტანკის, 120 თვითმფრინავის, 70 გემისა და 5000 ერთეული სხვა იარაღის გამოყენებით. სტრატეგიულ წვრთნებში „აღმოსავლეთი-2018“ მონაწილეობდა 300 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 36 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
მონაწილეთა მრავალეროვნული შემადგენლობა, მოზიდული ძალებისა და საშუალებების რაოდენობა, გეოგრაფიული მასშტაბი და მანევრების ორგანიზების ხარისხი იმდენად აღემატება ნატოს ანალოგს ევროპაში, რომ კოლექტიურ დასავლეთს ცივი ოფლი ასხამს. ვაშინგტონს არ მოსწონს, ამერიკული სანქციებისა და რუსეთის დემონიზაციის მცდელობების მიუხედავად, რუსეთის აშკარა სამხედრო-პოლიტიკური დაახლოება, „სტრატეგიული პარტნიორობა“ ინდოეთთან და ჩინეთთან.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ ინდოეთის ჩართვა წვრთნებში შეშფოთებას იწვევს: „აშშ შეშფოთებულია, როდესაც ნებისმიერი ქვეყანა რუსეთთან ერთად წვრთნებს ატარებს“.
ანუ ვაშინგტონს გუნებას უფუჭებს წვრთნებში მონაწილე 13-ვე სახელმწიფო: აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ლაოსი, მონღოლეთი, ნიკარაგუა, სირია, ტაჯიკეთი. ამ ქვეყნების მოსახლეობა ჯამში 3 მილიარდს აღწევს. შესადარებლად: ნატოს ქვეყნებში დაახლოებით 920 მლნ ადამიანი ცხოვრობს. საკუთარი პირობების კარნახი უმცირესობის მხრიდან სრულიად არადემოკრატიული და უპერსპექტივოა.
იაპონიის ზღვის აკვატორიაში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ძალებისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებები ამუშავებენ სახმელეთო ჯარის დახმარებას და საზღვაო კომუნიკაციებისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის რაიონების ერთობლივ თავდაცვას. მოსკოვისა და პეკინის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში რატომღაც აწუხებთ გეოგრაფიულად მოშორებულ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს. „ჩინეთი და რუსეთი ერთად უგზავნიან გამოწვევას მსოფლიო წესრიგს, სადაც მთავარი აშშ-ია“ – მოჰყავს რუსეთის საკითხებში გერმანიის საგარეო პოლიტიკის ექსპერტის შტეფან მაისტერის სიტყვები გაზეთ Der Tagesspiegel-ს.
ასეთი შეფასებები მეტყველებს, უპირველეს ყოვლისა, დასავლური დემოკრატიის ტრანსფორმაციაზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მსოფლიოში. ჩინეთში აშშ-სგან მოითხოვეს, არ მიუთითოს პეკინს - სად და ვისთან გამართოს სამხედრო წვრთნები. ჩინური გამოცემა Global Times აღნიშნავს, რომ მრავალპოლარული სამყაროს ახალ პირობებში ჩინეთს, რუსეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს სჭირდებათ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
მეგობრული ჩინურ-რუსული ან რუსულ-ინდური ურთიერთობები არასდროს ყოფილა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში დაძაბულობის მიზეზი. პირიქით, სტრატეგიული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. აშშ-ის აგრესიული პოზიცია, დომინირების შენარჩუნების მცდელობა წარსულის გადმონაშთს ჩამოჰგავს.
დასავლეთი არ იზიარებს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპებს. შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ 30 აგვისტოს განაცხადა: „ის, თუ როგორ წარვმართავდით ომებს ბოლო 20 წლის განმავლობაში, განსხვავდება იმისგან, თუ როგორ წარვმართავთ ომებს მომავალში“.
კაცობრიობის თითქმის ნახევარი ადეკვატურად რეაგირებს ამერიკულ მუქარაზე და მონაწილეობს წვრთნებში „აღმოსავლეთი-2022“ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე